„თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ინსტანციებში სარჩელს წარადგენს“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელის დანაშაული საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას გამოძიებული, მჩაგვრელებს კი, დამსახურებული სასჯელი უნდა დაეკისროთ. ერდოღანმა გერმანიაში თავისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და ბერლინს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების საკითხში შუამდგომლობისკენ მოუწოდა. ერდოღანმა აღნიშნა ისიც, რომ ანკარა „ჰამასის“ მიერ დატყვევებულების გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს. პარალელურად, თურქეთის ლიდერის განმარტებით, ღაზიდან მძიმედ დაშავებულების თურქეთში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.