ანკარამ ვაშინგტონის გაფრთხილება არ გაითვალისწინა.
აშშ-ის არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის საზენიტო-სარაკეტო თავდაცვითი სისტემა მაინც იყიდა. რუსული თავდაცვითი საშუალების შეძენის გამო, ამერიკა საპასუხო ზომებით და სანქციებით იმუქრება. თუმცა სიტუაციის ასეთ დონეზე გამწვავებას არ პროგნოზირებს თავად ერდოღანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპმა მას სანქციების არგამოყენების პირობა მისცა.
ვაშინგტონის გარდა რეაქციები მწვავეა ბრიუსელშიც.