თურქეთი-ევროკავშირი

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს. მიზეზი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობაა, რაზეც ანგარიში პარლამენტარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარუდგინა.

ასოცირების შესახებ შეთანხმებას თურქეთმა ხელი 1963 წელს მოაწერა, წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადი კი 1987 წელს წარადგინა. თუმცა მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწო.

ბრიუსელთან რიგი უთანხმოებების გამო პროცესი არაერთხელ შეწყდა.