ტურიზმის სექტორის მოთხოვნა

ათზე მეტი ტუროპერატორი პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეზღუდვების დროულ შემსუბუქებას და საქმიანობის განახლებას ითხოვენ, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყონ მზადება ტურისტული სეზონისთვის. მათი განცხადებით, იმისათვის რომ ქვეყენაში ტურისტები მოიზიდონ, საჭიროა რესტორნების გახსნა, ტრანსპორტისა და ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურის საქმიანობის აღდგენა.