გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ, საქართველომ მსოფლიო ტურიზმის 24-ე ასამბლეაზე დღეს კიდევ ერთი სტატუსი მიიღო.
ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრი გახდა. საბერძნეთში ივნისში მიღებული გადაწყვეტილების რატიფიცირების შემდეგ საქართველო, როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში იქნება ჩართული.
რა მნიშვნელობა აქვს ახალ სტატუს საქართველოსთვის, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით მადრიდიდან.