ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენცია გრძელდება.
მიმდინარე წელს, სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 3,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო პერიოდში საქართველო მიმზიდველ ლოკაციად იქცა საქმიანი ტურიზმის წარმომადგენლებისთვისაც, რაც ქვეყანაში ჯგუფური ტურების რაოდენობას და შესაბამისად, შემოსავლებს ზრდის. ახლა განსაკუთრებულ აქცენტი ზამთრის სეზონზე კეთდება, კურორტებზე არაერთი ახალი პროექტი უკვე განხორციელდა, სვანეთი კი პირველად ფრირაიდში მსოფლიო ტურს უმასპინძლებს.