ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ გამოფენაზე

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე დიდ ბრიტანეთში სპეციალური სტენდით წარდგა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მასში ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება აქვს გაეცნოს ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საშუალება აქვთ შეხვედრები გამართონ როგორც ბრიტანულ, ასევე ევროპულ კომპანიებთან.