ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამოგზაურო მედიაპლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. აღნიშნულს Instagram გვერდზე 24 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ატვირთულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
ჯგუფი ეწვია ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს. პროექტის ფარგლებში მათ ინსტაგრამ გვერდზე სამი თვის განმავლობაში განთავსდება: ათი რილსი, ათი სთორი და ერთი პირდაპირი ჩართვა.