პანდემიის ფონზე საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებას მასპინძლობს.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომის ჩასატარებლად თბილისი პირველად შეირჩა, რაც ისტორიული მოვლენაა და საქართველოს, როგორც კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. 30 ქვეყნის 200-მდე დელეგატის დისკუსიის მთავარი თემა სწორედ კორონავირუსის პანდემიაა, რომელმაც ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო აზარალა. კონფერენციის მონაწილეები შექმნილი კრიზისული ვითარების გამოსავლის გზებს ეძებენ და ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის შემუშავებას ცდილობენ. გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ტურიზმმა „კოვიდ-19“-ის გამო 460 მილიარდი დოლარით იზარალა.