ტურისტული სეზონის სამზადისი აჭარაში

აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო, ტურიზმის კუთხით რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინზე ისაუბრეს. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, მის მზარდ დინამიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. 2022 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-თაა აღდგენილი. 30%-თაა გაზრდილი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მაისის თვეში კი ბათუმში 9 ქვეყნიდან 250- ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, მათ შორის არის ერთი ახალი ევროპული – რიგა-ბათუმის მიმართულება.