შემდეგი რეპორტაჟი საქართველოს გამორჩეულ დაცულ ტერიტორიაზეა.
აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე და შემდეგ უკვე შემოდგომას არის ის განსაკუთრებული დრო, როდესაც მას უნდა ეწვიოთ. ადგილზე დაგხვდებათ უნიკალური ფლორა და ფაუნა, მაგრამ ვიდრე მოგზაურობას გადაწყვეტთ, რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება.
იმოგზაურეთ ვაშლოვანის ნაკრძალში, – ახალ მეგზურობას სალომე ელისაბედაშვილი და ჯანო კილაძე გაგიწევენ.