სიახლე საავიაციო ბაზარზე.
ქართული კომპანია „ჯორჯიან ვინგსი“ სამოგზაურო შიდა ფრენებს იწყებს. რეისები თბილისი-ბათუმი-თბილისს შორის კვირაში12-ჯერ შესრულდება, რისთვისაც 70 მგზავრზე გათვლილ იტალიურ-ფრანგული წარმოების თვითმფრინავს გამოიყენებენ. მოლოდინია, რომ ავიამიმოსვლა ტურისტულ ნაკადებს მნიშვნელოვნად გაზრდის და კონკურენციასაც შეუწყობს ხელს. „ჯორჯიან ვინგსი“, რომელიც მანამდე „ჯეო-სქაის“ სახელით ოპერირებდა, წლების განმავლობაში საჰაერო-სატვირთო გადაზიდვებით იყო დაკავებული.