ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომა გაერო-ში

გაერო-ს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ დავით სერგეენკო აირჩიეს.

სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს მიჰყავდა, სიტყვით ბილ გეიტსი გამოვიდა. მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს.

დავით სერგეენკომ აქცენტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გააკეთა.