კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავს აღნიშნავენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.
ღონისძიების პროგრამაშია ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ხეთაგუროვის ძეგლის ყვავილებით შემკობა და ექსკურსია თბილისში. ღონისძიებებში მონაწილეობას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიიდან ჩამოსული მეცნიერები იღებენ.
პოეტი და პუბლიცისტი კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა. 1899 წელს მან პოეტური კრებული „ოსური ლირა” გამოუშვა, რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.