თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში ღონისძიება “დახატე ათი ქართული მოთხრობა” გაიმართა. ღონისძიებაზე სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები 10 ქართული მოთხრობის მიხედვით ესკიზებს ქმნიდნენ და მინიატურულ წიგნებზე გადაჰქონდათ.
პროექტი სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების ქართულ ენასთან და ქართულენოვან გარემოში კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრირებას ისახავს მიზნად.