თსუ-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა

თსუ-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დაწესებულება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერმწერთა ქუჩაზე აშენდა და განათლების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 99 წლის იუბილის აღსანიშნავად გადასცა.

ევროპული სტანდარტების მქონე,  320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, სამი ოთხსართულიანი კორპუსისგან შედგება, სადაც სტუდენტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

საბინაო კომპლექსში რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდობა და ძირითადად ხელმომჭირნე ოჯახების შვილები იცხოვრებენ. საცხოვრებლის ოფიციალურ გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრო.