ნახევარი საუკუნის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სარემონტო სამუშაოები იწყება.
1937 წელს აგებულ შენობაში მძიმე სასწავლო პირობებია: მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება აუდიტორებსა და ლაბორატორიებს.
გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, შესაძლოა, საძირკველსაც დასჭირდეს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო პროექტს განათლების სამინისტრო ტენდერით შეარჩევს.