ტრენინგი საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერმა, ჯონათან სთოუნმენმა მორიგი ონლაინ ტრენინგი ჩაატარა, სადაც არჩევნების გაშუქების საკითხებზე, სიზუსტესა და მიუკერძოებლობაზე იმსჯელეს.

ჯონათან სთოუნმენმა ჟურნალისტებს გაუზიარა გამოცდილება, თუ რა პრინციპებით უნდა მოხდეს არჩევნების გაშუქება. ტრეინინგი 18 სექტემბერს დასრულდება. ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორის და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, ამჟამად კი საკონსულტაციო კომპანიას „სთოუნ ფიფალ მედიას“ მართავს.