საქართველოს პირველი არხის ახალი ამბების ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი ონლაინრეჟიმში ჩატარდა, რომელზეც ინფორმაციის სიზუსტეზე, არჩევნების გაშუქების საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს. ტრენინგი 18 სექტემბერს დასრულდება და მასში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტური კორპუსი მიიღებს მონაწილეობას.
ტრენერი ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორისა და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანიას „სთოუნ ფიფალ მედიას“ მართავს.