ტრაპიზონის აეროპორტში Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ტრაპიზონის აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარიულად დაეშვა.

თვითმფრინავში 162 მგზავრი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდნენ. სამი ადამიანი მსუბუქი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ტრაპიზონში ნისლი იყო და წვიმდა.