ტრანსპორტის რეფორმა

რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ ვარკეთილის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

არაერთი ტენდერის გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს. ობიექტი ზაფხულში ორი თვით დაიკეტება. მეტროსადგურში 2017 წელს ჩამოშლილი ჭერი ამ დრომდე არ არის აღდგენილი, რაც მგზავრებს საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის. ჭერი ახლად რეაბილიტირებული სადგურის ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში ჩამოინგრა. მიზეზად უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები დასახელდა.