დაკავებული ნარკოდილერებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო. საუბარია 22 პირზე. პროცესი თითქმის 2 საათია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და დააკავეს საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის მოქმედი ადვოკატები.