თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექვსი პირის აღკვეთის ღონისძიების პროცესი გაიმართა.
ექვსივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ექვსი ბრალდებულიდან სამი დაკავებულია, სამზე კი ძებნაა გამოცხადებული. სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 14 სექტემბერს ჩაინიშნა.