რუსეთსა და აშშ-ს შორის მწვავე იდეოლოგიური დაპირიპირების ეპოქა წარსულს ჩაბარდა – ეს ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
რუსეთისა და აშშ-ს ისტორიული სამიტი ჰელსინკიში შედგა. როგორც პრეზიდნტებმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელზეც უთანხმოება არსებობს. დონალტ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი კარგი კონკურენტია.
რა შედეგებს მოუტანს ეს შეხვედრა მსოფლიოს და არსებობს თუ არა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების ახალი გადატვირთვის პერსპექტივა – ჰელსინკიში სამი დღეა მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. ლევან ახალაია და თორნიკე მაისაშვილი ახლა ჰელსინკი 2018-ის შედეგებს შეაჯამებენ.