ნატო-ს წლევანდელი სამიტის დღის წესრიგი დონალდ ტრამპმა მთლიანად შეცვალა. ბრიუსელში ჩასულმა აშშ-ის პრეზიდენტმა მოკავშირეებს ულტიმატუმი წაუყენა და თავდაცვითი ხარჯების გაზრდა მოსთხოვა. სწორედ ხარჯების განაწილებას აპროტესტებს თვეებია ტრამპი, რომლის აზრით, ვაშინგტონს ევროპის უსაფრთხოება ზედმეტად ძვირი უჯდება.
თეთრი სახლის ლიდერის ტონი იმდენად მკაცრი იყო, რომ ორგანიზაციიდან ამერიკის შესაძლო გასვლის საფრთხეზეც კი ალაპარაკდნენ, თუმცა საფრთხე მალევე მოიხსნა, რადგან ტრამპის და პარტნიორების მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა.
„დღეს ნატო ბევრად ძლიერია, ვიდრე ის ორი დღის წინ იყო”-ამ გზავნილით დატოვა აშშ-ის პირველმა პირმა ბრიუსელი.