ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასარეგულირებლად დონალდ ტრამპის მიერ საზეიმოდ წარდგენილი ამბიციური გეგმა სადავო ხდება.
პალესტინური მხარე სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შემთხვევაში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას გამორიცხავს. პალესტინაში ტრამპის ავტორობით მომზადებულ გეგმას ისრაელის საჩუქრად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამ გეგმის სწორედ ახლა გასაჯაროების მიზანი, შიდა პოლიტიკური კრიზისების გადაფარვაა.