ტრამპის საკადრო პოლიტიკა

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლიდან, წელიწადისა და 2 თვის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა,  ეროვნული უსაფრთხოების  უკვე მეორე მრჩეველი შეცვალა. მაიკლ ფლინისა და გენერალ ჰერბერტ მაკ-მასტერის შემდეგ, ამ თანამდებობას, ამჯერად უკვე გაეროში ყოფილი ელჩი, 70 წლის ჯონ ბოლტონი გადაიბარებს.

ამერიკულ მედიაში ღიად საუბრობენ, რომ ხისტი პოლიტიკის მხარდამჭერი თანამოაზრეების შემოკრება,  პრეზიდენტის მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის.  გენერალი მაკმასტერი რიგით 16-ე პირია, ვინც ტრამპის მოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა.