დონალდ ტრამპის განცხადებას ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა.
მაშინ, როცა ამერიკის კონგრესში უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი „რესპუბლიკელთა“ წინააღმდეგობის გამო ისევ ღიად რჩება, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა და პირდაპირ უთხრა, რომ სხვა შემთხვევაში თავდასხმების დროს აშშ-ის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ნატოს წესდების მიხედვით, მისმა წევრებმა სამხედრო სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ.
განცხადებას, რომლის მსგავსი ტრამპს პრეზიდენტობის დროსაც არაერთხელ გაუკეთებია, საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა. ევროპამ გზავნილი მუქარად და პუტინის წახალისებად აღიქვა.