დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ანგარიშით წარდგა. მთავარი აქცენტი ეკონომიკურ მიღწევებზე, საგარეო პოლიტიკაზე, ნატო-ზე, რა თქმა უნდა მექსიკის კედელსა და მიულერის გამოძიებაზე გაკეთდა.
ტრამპის გამოსვლით გაირკვა, რომ თვის ბოლოს ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორეის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რომელიც საათ-ნახევრი გაგრძელდა, არა ერთხელ შეაწყვეტინეს, აპლოდისმენტები განსაკუთრებით მქუხარე იმ დროს იყო, როდესაც აღნიშნა, რომ წელს კონგრესში ყველაზე მეტი ქალი მუშაობს.