არჩევნებში ტრამპის გამარჯვება შეფასებების თემაა საქართველოში.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის მსგავსად ამერიკელებმაც მშვიდობა და ტრადიციული ღირებულებები აირჩიეს და ტრამპის გაპრეზიდენტებას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა მოჰყვება. უმრავლესობა ოპოზიციას იმ განცხადებებსაც ახსენებს, რომლითაც ისინი დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ. საპირისპირო პოზიცია აქვთ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო დამძიმდება.