ტრამპის ამერიკა

დევნილთა დედა, ჩირაღდნით  ხელში გზას უნათებს მათ, ვისაც თავისუფლად სუნთქვა სურთ – ეს სიტყვები ამერიკელმა პოეტმა ემა ლაზარუსმა მე-19 საუკუნის ბოლოს ნიუ-იორკში აღმართულ თავისუფლების ქანდაკებას მიუძღვნა. თავისუფლების ქანდაკება მთელი საუკუნის განმავლობაში ამერიკული ოცნების მაძიებელთათვის აღთქმული მიწის სიმბოლო იყო, დღეს იგი 7 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებისთვის მხოლოდ ილუზიაა. მალე მწვანე ბარათიც შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს.

რა შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვრის შემდეგ, როცა თეთრ სახლში 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი შევიდა?