აშშ პალესტინას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. ამის მიზეზი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით არსებული დავაა. როგორც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა პალესტინას აღარ სურს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რის გამოც ვაშინგტონი პალესტინის დახმარების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დეკემბერში აღიარა, რასაც პალესტინის ავტონომიის ლიდერის მწვავე რეაქცია მოჰყვა. აბასის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ ვეღარ იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების მედიატორი.
აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება დაგმეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა 128 სახელმწიფოს წარმომადგენელმა.