ტრაგედია შოვში - ვითარება სტიქიის ზონაში

ტრაგედიის მესამე დღე შოვში.

დამეწყრილ ტერიტორიაზე ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ. დაღუპულია 11 მოქალაქე. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები, საქართველოს თავდაცვის ძალები და მოხალისეები. აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონმა კი მიუდგომელ ადგილებზე ხიდების მშენებლობა დაიწყო.