ტრაგედია ღაზაში

საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში გუშინ განვითარებული მოვლენების გამოძიებას ითხოვს.

112 დაღუპული, 800-მდე დაშავებული – ასეთი შედეგით დასრულდა ანკლავის ჩრდილოეთის ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესი. სასურსათო პროდუქტების გაცემის დროს ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი გაიხსნა, რაც ოფიციალურმა თელავივმა ქაოსის საპასუხო გაფრთხილებით ახსნა. რამ გამოიწვია მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფ ღაზის სექტორში ჭყლეტა და უკონტროლო სიტუაცია – ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ. გუშინდელმა მძიმე დღემ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.