შვიდსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის გამო სამი ადამიანია დაკავებული – კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ორი ბინის მეპატრონე, რომელიც საკუთარ ფართში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებდა და ორი მუშა, რომლებიც ამ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები.
ბრალდებულები უარყოფენ ძიების ვერსიას, რომლის მიხედვით 4 ოქტომბერს დაწყებული სამუშაოების შედეგად საყრდენი კედლებიც მოანგრიეს. გამოძიება სწორედ მზიდი კედლების მოშლას ასახელებს შვიდი სართულის ჩამონგრევის მიზეზად. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სამუშაოებს ხელშეკრულების გარეშე აყვანილი პირები ნებართვის გარეშე თვითნებურად და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აწარმოებდნენ. დაკავებულთა ადვოკატი კი ექსპერტიზის დასკვნამდე შესაბამისი დასკვნების გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ არსებობს სამშენებლო სამუშაოების პროექტიც.
საჭიროებდა თუ არა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება ოფიციალურ ნებართვას, რატომ არ მოხდა დროული რეაგირება და კიდევ ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, – ამ საკითხებს თეონა ხუბულავა არკვევდა.