„ეთნოჯორჯია 2024“ – საქართველოში პირველად ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც კახეთმა უმასპინძლა. ლევან მეფის ისტორიული ციხე-სიმაგრის გალავნის ტერიტორიაზე, ეთნოსპორტის ფესტივალში ევროპისა და აზიის ექვსი ქვეყანა – ნორვეგია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, იაპონია და თურქეთი მონაწილეობდა. ციხესიმაგრის ეზოში მოეწყო ქართული იარაღის, სამზარეულოსა და ღვინის პრეზენტაცია. ჩატარდა ქართული ჭიდაობისა და ხრიდოლის საჩვენებელი ორთაბრძოლებიც.