ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 28-30 ივნისს რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება.
ფესტივალზე დაგეგმილ აქტივობებზე დღეს ორგანიზატორებმა ისაუბრეს. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების სადემონსტრაციო აქტივობები, გამოფენა-გაყიდვები და ღია მასტერ-კლასები. ფესტივალის მიზანი ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის ჩვენებაა.