ბახმარომ ტრადიციად ქცეულ დოღს წელსაც უმასპინძლა.
„ბახმაროს თასი“ ყოველ წელს 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება და კურორტი როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათეულობით მხედრის თავშეყრის ადგილი ხდება. ცხენებით შეჯიბრის გარდა, რასაც გამარჯვებულთა დაჯილდოება მოჰყვა, ბახმაროში კიდევ არაერთი გასართობი აქტივობა გაიმართა. მათ შორის ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია და მუსიკალური ღონისძიებები. საღამოს ელექტრონული მუსიკის კონცერტი დაასრულებს.