თემა, რომლის გარშემო უკვე წლებია მსჯელობენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება იგვიანებს.
პარლამენტში ინიცირების მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება.
დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, სათამაშო სფეროზე ასაკობრივი ცენზი უნდა გაიზარდოს და ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს.
სანამ დეპუტატები კონტროლის მექანიზმების გარშემო დავობენ, ტოტალიზატორების, კაზინოების და ონლაინ-სამორინეების შემოსავლები სულ უფრო იზრდება.