თორნიკე რიჟვაძის განცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქობულეთში ეპიდსიტუაციის შესწავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, საკარანტინო რეჟიმი სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გამოცხადდეს. ჯამში უკვე გამოკვლეულია 3600-ზე მეტი პირი. სულ ოთხ ჩაკეტილ სოფელში 11 ათასი მოსახლეა. მასობრივი სამედიცინო შემოწმება დილიდან გაგრძელდება.