აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიურ ანგარიშს წარადგენს. ეს ბოლო ანგარიშია, რომელსაც ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო მოისმენს და ასევე ბოლო ანგარიშია თორნიკე რიჟვაძისთვისაც მთავრობის თავმჯდომარის რანგში, რადგან ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. ანგარიშის მოსმენის პროცესი გასული წლებისგან განსხვავებით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, უმაღლესი საებჭოს სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ ესწრება.
თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ღირსებითა და სუვერენიტეტის დაცვით საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღესვე თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.