თორნიკე კაჭარავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 29 წლის თორნიკე კაჭარავა დააკავეს. ის პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. კაჭარავას პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელსაც იყო დაკავებული, თუმცა, მოგვიანებით, 15 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჯერად მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს. თორნიკე კაჭარავა ამ დროისთვის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი და მას დღეს ადვოკატი მოინახულებს.