ტრაგიკულად გარდაცვლილი თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტურნირს მაგიდის ჩოგბურთში 161-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
ორგანიზატორი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გახლდათ, ხოლო დამფინანსებელი – თბილისის მერია.
შეჯიბრება მეხუთე წელია ტარდება და ამ სახეობაში ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირია. მასში რამდენიმე რეგიონის 12 გუნდი და 90-მდე ბავშვი მონაწილეობდა.