თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება – 30 მაისიდან ცხრა დღის განმავლობაში თბილისი მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძისა და მისი მამის, კომპოზიტორის, დავით თორაძის, ხსოვნას მიეძღვნება, დღეს დაფუძნდა და ყოველწლიური იქნება. ღონისძიების ფარგლებში თბილისს არაერთი ცნობილი მუსიკოსი ეწვევა, კონცერტები კი რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება. პარალელურად დაგეგმილია მასტერკლასებიც.