ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - საზეიმო ღონისძიება „დინამო არენაზე“

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

სპეციალური ღონისძიებები იმართება საქართველოშიც. ამ წუთებში „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიება, რომელშიც უცხოელი სტუმრები მონაწილეობენ. საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ ბრიტანელი რელიგიური მოღვაწე დევიდ ჰეთევეი, „მის უკრაინა 2007“ ლიკა რომანი, „ენ-ბი-ეის“ ცნობილი მოთამაშეები და შოუმენი ბრიუს კრევიე. ღონისძიებაზე ისინი სიტყვით გამოვლენ და თანამედროვე საზოგადოებაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ღონისძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. მისი მასპინძელი კი სახარების რწმენის ეკლესიაა.

ახალი სპორტის სასახლეში იმყოფება „მოამბის“ კორესპონდენტი მარიკა შალიკაშვილი.