მსოფლიო ტოლერანტობის დღეს აღნიშნავს.
26-ე წელია, ამ ტრადიციას უერთდება საქართველოც. რამდენად ტოლერანტული და თანასწორობაზე დაფუძნებულია ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში დღეს არსებული გარემო და რამდენად დაცულია ადამიანი, მისი უფლებები და ღირსება – წლიდან წლამდე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს სახალხო დამცველი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან ერთად განიხილავს.
ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა-განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს პირველ არხსაც პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ სახით.