საქართველოს სახალხო დამცველმა და ომბუდსმენთან არსებულმა ტოლერანტობის საბჭომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელზეც საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებზე მომზადებული წიგნები წარმოადგინეს და ტრადიციულად საზეიმოდ დააჯილდოვეს ტოლერანტობის ქომაგები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობა გააცნეს და ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.