ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ევანგელური ალიანსია. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი ევანგელური ეკლესიები და საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი კონფესიები, ქრისტიანი ღვთისმსახურები და მრევლი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. „ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების როლს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში.