სახალხო დამცველისა და საქართველოს გაერო-ს ასოციაციის მხარდაჭერით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილეს. ასევე განიხილეს საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და მიღწევები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტოლერანტობის ქომაგთა დაჯილდოება.