თოჯინების ფესტივალი

„ართ დოლ თბილისი“ – ხელნაკეთი თოჯინების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების ნამუშევრები. საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხელოვნებაა. ნიმუშები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში.